2014 წლის 28 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა საერთო კრება. ადვოკატთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.
საერთო კრების დღის წესრიგის თანახმად, ადვოკატები მოისმენენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ეთიკის კომისიის, საგანმანათლებლო საბჭოს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, ჩატარდება დარჩენილი ვადით ასოციაციის სარევიზიო კომისიის ერთი წევრის არჩევნები.
კრების მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კრებაზე დასწრების მსურველმა პირებმა: არასამათავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, კრების თარიღის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში (22 სექტემბრის 18:00 საათამდე) აკრედიტაციისათვის განცხადებით მიმართეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N 36
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 22 46 54: 790 22 46 54; 2 18 34 86.
Email: info@gba.ge